დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ ენერგეტიკოსის დღეს. ვუსურვებ ენერგეტიკის სექტორის მუდმივ და მდგრად განვითარებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, გაზრდილ ინვესტიციებსა და ბევრ საინტერესო, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს.

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც განვმეორდები, რომ სექტორში დასაქმებული ყველა პროფესიონალის წვლილი დიდია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. როგორც სხვა სფეროები, ენერგეტიკაც სწორად ასეთ თავდადებულ პროფესიონალებზე დგას.

ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ის სწორი ენერგეტიკული კურსი, რომელიც ქვეყანას დღეს გააჩნია. გააზრებული პოლიტიკის წარმოება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიცავს იმ რისკებისგან, რაც, შესაძლოა, სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია. ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენლის სურვილი ერთია – სექტორის მუდმივი განვითარება, რაშიც ყველას თავისი  წვლილი შეაქვს.

მეგობრებო, კოლეგებო, ქვეყნის საამაყო მოქალაქეებო, ბევრჯერ გვეზეიმოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წარმატება!“

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …