ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიღწეული შედეგები განიხილეს.

„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე – კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის სიახლეებია, რომლითაც ჩვენი უწყება დღეს აქტიურ რეჟიმში საქმიანობს. დაწყებული რეფორმების პროცესი გრძელდება, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. შეხვედრა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც პრეზენტაციები წარადგინეს ეკა ლეონიძემ USAID/HICD წარმომადგენელმა, TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ და ლილე მესხმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მენეჯერმა.

2014 წლიდან დღემდე, EBRD-ის, USAID-ის, ევროკავშირის, TWINNING-ის პროექტის და GIZ-ის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: კონკურენციის საერთაშორისო ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონული ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია; ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის; აშშ-ის ფედერალური ვაჭრობის კომისია; სოფიას კონკურენციის ფორუმი და ა.შ.

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …