“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება. კითხვაზე ახალი ტარიფების პირობებში გაეზრდებათ თუ არა მომხმარებლებს ხარჯები სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე როგორც ხარჯების, ისე ტარიფის ზრდის მოლოდინი არ არსებობს. მისივე თქმით, სამომავლოდა ახალი ტარიფი მომხმარებლებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ამ ყველაფრის მიზეზი კი სახელმწიფოს ხელშეწყობის პოლიტიკაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

“ჩვენ არ ველოდებით, რომ ირიგაციის სექტორში ხარჯი მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაეზრდება, რადგან მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა. ამ ნაწილშიც მელიორაციისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებას აფინანსებს  სახელმწიფო ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ ტარიფი და ხარჯი მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება. თქვენ ასევე იცით, რომ არსებულ რეალობაში მთავრობა სოფლის მეურნების განვითარების ხელშეწყობის რამდენიმე პროექტს ახორციელებს, ხოლო მეორეს მხრივ საირიგაციო კომპანიას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია მხარდაჭერას უცხადებს ბიუჯეტიდან.

ჩვენ დავალაგებთ ხარჯებთან დაკავშირებულ ნაწილებს, ასევე დავალაგებთ შემოსავლების ნაწილსაც და ეტაპობრივად მივყვებით სექტორის რეგულირების ჩარჩოს განვითარებას, თუმცა ამ ეტაპზე ხარჯების და ზოგადად ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის”. – აცხადებს დავით ნარმანია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …