მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და მას ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა უსწრებს

Speedtest.net-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი ექნებათ 2026 წელს.

საქართველო ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა და ბულგარეთისა და დანიის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე წამში 169,82 მეგაბიტია.

2025 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, მობილური ინტერნეტის სისწრაფით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და შვეიცარია.

Speedtest-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მე-2 ადგილზეა კატარი, მესამეზე კი – ქუვეითი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „ენერგეტიკოსებს, …