6-8 ოქტომბერს აჭარა Agro Batumi 2023-ს მასპინძლობს

6-8  ოქტომბერს ბათუმი, პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11  საერთაშორისო გამოფენა Agro Batumi 2023-ს მასპინძლობს.

Agro Batumi 2023-ის ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია Expo Batum-ია და ის ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება.

Agro Batumi 2023  გამოფენის მიზანია,  სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.  გამოფენის მსვლელობისას  მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ,  სამი დღის განმავლობაში  თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.
აგრო გამოფენაში მონაწილეობას იღებს 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  კომპანია.
გამოფენაში მონაწილე კომპანიების პროფილებია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა, მეტეოროლოგიური საზომი და მელიორაციის  სისტემები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ჯემების & მურაბების  მწარმოებელი კომპანიები, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, შესაფუთი მასალები და  სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.

Agro Batumi 2023-ზე დასწრება თავისუფალია.
ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს  მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების  დიპლომატიური კორპუსი,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და მასმედიის წარმომადგენლები.

Agro Batumi 2023-ის მხარდამჭერები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა,  ბათუმის მერია,   აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, აწარმოე საქართველო, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD),  აჭარის  ტელევიზია, TV 25  და გაზეთი აჭარა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …