სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ხელმძღვანელმა, ვანო მეჭურჭლიშვილმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესების პროექტი გააცნო. მან შეხვედრის მონაწილეებს წარმოუდგინა წესების მიზნები, მოისმინა მათი მოსაზრებები და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
 სემეკში საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წარმოადგინოს თავისი მოსაზრება მიმდინარე წლის 17 აგვისტომდე.
სემეკის მიზანია, წესებით დარეგულირდეს საირიგაციო სისტემის მეშვეობით პირველად წყალმოსარგებლესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები, მომხმარებლისთვის სარწყავი ან/და სხვა ტექნიკური მიზნით, მათ შორის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების წყლის მიღებასა და მომარაგებისას.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება. გარდა ამისა, სემეკს შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს ზოგადი ჩარჩო პირობები, სადაც ერთის მხრივ მომხმარებლის, ხოლო მეორეს მხრივ, რესურსის მომწოდებელ კომპანიას შორის ურთიერთობის რეგულირება მოხდება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …