საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის მარაგებს ადგენენ

თბილისი (BPI) – საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო-კვლევა განხორციელდა.

შესწავლა აკუსტიკურ კვლევასაც მოიცავდა და ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) პროექტის (BlackSea4Fish) ფარგლებში ჩატარდა.

კვლევების მიზანია საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასება და თევზების მარაგების დადგენა.

კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქ სპეციალისტებთან ერთად ახორცილებდნენ.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …