ჯიპიაი-ს ჯანმრთელობის დაზღვევით მხედველობის ლაზერული კორექცია 25%-ით დაიფარება

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ახალი მზერა“ ერთობლივ პროექტს იწყებს.

მხოლოდ ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელებისთვის თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ მხედველობის აღდგენის ექსიმერ ლაზერულ კორექციაზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აღნიშნული სერვისი ზოგადად,  სადაზღვევო პაკეტებით არ იფარება, თუმცა ბოლო დროს ლაზერულ კორექციაზე გახშირებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯიპიაი ჰოლდინგმა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში დამატებითი დაფარვა გააკეთა.

ექსიმერ ლაზერული კორექცია – LASIK გულისხმობს ექსიმერული ლაზერული სხივით რქოვანას (თვალის გარეთა გამჭირვალე გარსის) ფორმის შეცვლას და შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის გასწორებას ანუ კორექციას. ეს არის მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება. ლაზერული კორექციის ეს მეთოდი აპრობირებულია შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს ბავშვებში 8-9 წლის, ხოლო ახლომხედველობის დროს ზრდასრულებში 18-20 წლის ასაკიდან.

მხედველობის აღდეგნის ლაზერული ოპერაციის ეს მეთოდი ჯერ კიდევ 1999 წელს პროფესორმა მერაბ დვალმა დანერგა  „ახალ მზერაში“ და დღემდე 25 000-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა კლინიკაში. პროცედურა ტარდება უახლესი ლაზერული აპარატით Teneo 317 (Technolas, Baush & Lom/Valient), რომელიც ექსიმერლაზერული დანადგარებს შორის, დღეს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ მოდელადაა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ჯიპიაის როგორც ახალ დაზღვეულებზე, ისე უკვე მოქმედ პოლისებზე.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …