სემეკს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა  და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. მხარეთა თანამშრომლობის მიზანია სკოლებსა და ახალგაზრდათა ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვის წახალისება, ბუნებრივი რესურსების ეკონომიური მოხმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, გარემოსა და კლიმატის შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ღონისძიებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და სიმპოზიუმების გამართვა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …