Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სიაგამოავლინა.

ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიონომინაციაშია  „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.

Wanderlust-ის მიერ შერჩეულ ვიწრო სიაში მხოლოდ ევროპის გამორჩეული და მიმზიდველიტურისტული მიმართულებები მოხვდნენ, გამარჯვებულს კი უკვე მოგზაურები და მკითხველებიგამოავლენენ.

 ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ, ეწვიოთ გამოცემის ვებ-გვერდს: https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/

Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზემასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200,000-ზე მეტიმომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.

Wanderlust სამოგზაურო ჟურნალს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს დიდ ბრიტანეთში, მისიტირაჟი 323,851 ეგზემპლარია, ხოლო ოფიციალურ გვერდზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …