სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა.

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით გაუარესდა ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის  (SAIFI) მაჩვენებლები.

კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2025 წლის მაჩვენებლების გაუარესება 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიჩნეულ იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად, რის გამოც, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …