დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვის, მომსახურების ხარისხისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

დავით ნარმანიას თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენტული გარემოს განვითარების ხელშეწყობა რეგულირების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული მიზნების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს მუდმივ ინსტიტუციურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგულირების მექანიზმების თანმიმდევრულ განვითარებას.

“მომსახურებების გამარტივებისა და მომხმარებლებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების შეთავაზების კუთხით, სემეკი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან.

სემეკი, წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კოლეგა უწყებებთან, რაც ხელს უწყობს სექტორული შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ახალი მიდგომების დანერგვას. ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი რეგულირებადი სექტორების მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა.

უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენცია მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, იმსჯელონ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, შეაფასონ არსებული პრაქტიკა და ერთობლივად განიხილონ მათი დაძლევის ეფექტიანი გზები,” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

19-20 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია იმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს მასპინძლობს და აერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …