სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში არსებული ბუნებრივი გაზის აბონენტების უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების მიზნით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების გაწევას იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც ახორციელებდა შპს „მამედი“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი შპს “მამედის” მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულის …