თუშეთში ზაფხულის სეზონზე უცხოელი ვიზიტორების ინტერესი მაღალია – სასტუმრო „გონთა“

თუშეთში მიმდინარე ტურისტული სეზონი მაღალი აქტივობითა და ვიზიტორთა სტაბილურად მზარდი ნაკადით გამოირჩევა.

სასტუმრო „გონთას“ მფლობელის, დავით იდოიძის შეფასებით, ზაფხულის სეზონზე სასტუმრო საშუალოზე მაღალი, ცალკეულ დღეებში – სრული,100%-ანი დატვირთვითაც მუშაობს.

მიუხედავად ამისა, რომ სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა და ჯერჯერობით ინტერნეტში ან ჯავშნების ონლაინ პლატფორმებზე არ პოზიციონირებს.  „გონთა” როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს.

„სტუმრებს შორის, შეიძლება ითქვას, უცხოელი მოგზაურები შედარებით ჭარბობენ. გვყავდა ვიზიტორები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და კორეიდანაც კი. რაც შეეხება ჯავშნებსა და მოლოდინებს, აგვისტო ტრადიციულად პიკური პერიოდია და ველოდებით, რომ ეს მაღალი დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება,“ – აცხადებს დავით იდოიძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი შპს “მამედის” მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულის …