ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრები პროექტისი და დაგეგმილი აქტივობების გაცნობას ემსახურებოდა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე პროექტის დონორი და აპლიკანტი ორგანიზაციის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის გაცნობას. აგრეთვე იმ საერთო მიზნებსა და შედეგებს, რომელთა მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით არის დაგეგმილი.
პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის მომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, პრაქტიკული გზამკვლევის, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს. საპილოტე რეგიონად შერჩეულია გურია.
პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.
Business Political Insights BPI.GE