სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპენსაციების დიდი წილი ელექტროენერგეტიკის სექტორში გაიცა – 264 650 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების სექტორში გაცემული კომპენსაციების ჯამმა 190 440 ლარი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში – 1800 ლარი.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციოწყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც  სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევესემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულიფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და …