CNN-ის პლატფორმაზე საქართველოზე გვერდი Discover Georgia შეიქმნა

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა.

შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …