აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

სემეკის თავმჯდომარემ საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე.

„სემეკის მიზანია დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია დარგის შესახებ. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, ამიტომ აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. დღეს, საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტების მხრიდან დაისვა კითხვები ენერგოუსაფრთხოების შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია გენერაციის წყაროების განვითარება, რათა საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გახდეს ელექტროენერგიით თვითკმარი ქვეყანა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საჯარო ლექციის შემდეგ, სტუდენტებმა დააათვალიერეს სემეკში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური და გაეცნენ სადგურის მუშაობის სპეციფიკას.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …