საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გრძელვადიანი განვითარების შესახებ სემეკის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე.
„ენერგეტიკული პოლიტიკის აღსრულება და თითოეულ მომხმარებლამდე დაყვანა მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და ამოცანაა. გადამცემი ქსელის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც გენერაციის ნაწილი, ასევე ელექტროენერგიის გადაცემა, დისპეჩერიზაცია და მათთან დაკავშირებული მომსახურების მომსახურების ხარისხი და საიმედოობა. სემეკის დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება გადამცემი ქსელის ახალისაინვესტიციო პაკეტის შეთანხმების საკითხი.
გენერაციის ობიექტების გადამცემ ქსელზე მიერთების პროცესის კიდევ უფრო დახვეწვისათვის სემეკი გადამცემ ქსელთან მიერთების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებებისგანხორციელებას გეგმავს. კერძოდ, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქსელის წესებში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია გადამცემი ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა და საინვესტიციო პროცესების სტიმულირება ქსელის სიმძლავრეების უსაფუძვლო დარეზერვების პრაქტიკის აღმოფხვრის გზით. ნებისმიერ დიანტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს წინადადებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც დეტალურად განვიხილავთ.
გარდა მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწისა, კომისიის პრიორიტეტია ქსელში მიზნობრივი ინვესტიციების უზრუნველყოფა. გადამცემი ქსელის განვითარებისთვის შეთანხმებული ინვესტიციები ორ ძირითად მიზანს უნდა ემსახურებოდეს: ერთის მხრივ, არსებულიინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზაციას, როგორიც არის ქვესადგურები, გადამცემიხაზები, ხოლო მეორეს მხრივ – ახალი პროექტების რეალიზაციასა და მშენებლობას, რაც უშუალოდქსელის გაძლიერებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
Business Political Insights BPI.GE