Aqualia-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, „Aqualia“-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამიტი წყლის ინდუსტრიაში წამყვანი ქსელური და სტრატეგიული ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სექტორების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს.

გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიეგო ლაფუენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს „Aqualia“-ს მფლობელობაში არსებული შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

„მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის – „Aqualia“-ს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტში შესვლიდან დღემდე მოცულობითი ინვესტიციებია განხორციელებული თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სამუშაოების წარმოებისათვის, რათა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს წყლის მიწოდებისა და წყალარინების საკითხები.

კომპანია საქართველოში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას წყალმომარაგების სისტემის მართვის ტექნიკებისა და მეთოდოლოგიების კუთხით. „Aqualia“-ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …