როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს კომფორტს, ხმაურის დონეს, ენერგომოხმარებას და, რაცმთავარია, უსაფრთხოებას.

CLC-ის ინჟინრების გამოცდილებით, ხარისხის შეფასება რამდენიმე კონკრეტული კრიტერიუმით შეიძლება. ქვემოთ განვიხილავთ ხუთ ოქროს წესს, რომლებიც მომხმარებელს გამძლე და სანდო მოწყობილობისშერჩევაში დაეხმარება.

ყურადღება, პირველ რიგში, ლიფტის მოძრაობაზე პასუხისმგებელ ძრავაზე უნდა გამახვილდეს. მისი ორიძირითადი ტიპი არსებობს: რედუქტორიანი და რედუქტორის გარეშე მომუშავე (geared და gearless).

რედუქტორიანი ძრავი ჭიის კბილანას მეშვეობით მუშაობს –  მოტორი კბილანას ატრიალებს, კბილანა კილილვს, რომელზეც საბაგირო კაბინა მოძრაობს. ეს მექანიზმი შედარებით იაფია და საშუალო სიმაღლისშენობებში თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. თუმცა მექანიკური კომპონენტები ცვდება, რაც პერიოდულმოვლასა და ნაწილების შეცვლას საჭიროებს.

რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავში მოტორი ამძრავ ბორბალს უკავშირდება. მას შუალედური მექანიზმიარ აქვს, შესაბამისად ნაკლებია ხმაური და ენერგიის დახარჯი. სწორედ ამიტომ, მაღალსართულიანშენობებში ეს ტიპი უფრო გავრცელებულია.

პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ ლიფტში შესვლისას კაბინა თითქმის უხმოდ დაიძრა, დიდი ალბათობით, მოწყობილობას რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავი აქვს.

ძრავის მუშაობას მართვის სისტემა არეგულირებს. თანამედროვე სისტემებში ამ ფუნქციას ცვლადი სიხშირისდრაივერი (Variable Frequency Drive, იგივე VFD) ასრულებს.

VFD ძრავის ბრუნვის სიჩქარეს ეტაპობრივად ცვლის – დაძვრისას თანდათან აჩქარებს, გაჩერებისას კიანელებს. მგზავრისთვის ეს კომფორტზე აისახება,  ტექნიკური თვალსაზრისით კი – მოწყობილობისგამოყენების ხანგრძლივობაზე, რადგან მუშაობის დროს მექანიკური დატვირთვა მინიმალურია.

VFD-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ენერგიის აღდგენაა. როდესაც დატვირთული კაბინა ეშვება, ძრავი ფაქტობრივად გენერატორის რეჟიმში გადადის და ენერგიას ქსელში აბრუნებს. ეს გათვლილიამრავალსართულიან შენობებზე, სადაც ლიფტები დღის განმავლობაში აქტიურად მოძრაობს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაბინის ინტერიერი მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ არის – მასალის ხარისხიმოწყობილობის ხანგრძლივობასა და ყოველდღიურ ექსპლუატაციაზე აისახება.

უჟანგავი ფოლადი ყველაზე გამძლე და პრაქტიკული მასალაა კაბინის კედლებისა და კარებისთვის. ისმექანიკურ დაზიანებას კარგად უძლებს, ადვილად იწმინდება და წლების განმავლობაში გარეგნულ იერსახესინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელ კომპლექსებში, ოფისებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ხშირადუჟანგავი ფოლადის კაბინას ირჩევენ.

ლამინატის საფარი ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ინტერიერის ვიზუალურ მხარეს დიდყურადღებას აქცევენ. ლამინატის უპირატესობა ფერებისა და ტექსტურების მრავალფეროვნებაა, თუმცაფოლადთან შედარებით ნაკლებად გამძლეა.

კაბინის იატაკი, კედლები და ჭერი ერთიან, ესთეტიკურ ვიზუალს უნდა ქმნიდეს. თუ შეერთებების ადგილებშინაპრალებია, მასალა აშკარად დაბალი ხარისხისაა ან საფარი უკვე ზიანდება, რაც მოწყობილობის საერთომდგომარეობაზეც აისახება.

ხარისხზე საუბრისას უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ყურადღება რამდენიმე დეტალზე უნდა გამახვილდეს:

ხარისხიან ლიფტში გაჩერების დროს კაბინა იატაკის დონეს უნდა გაუსწორდეს. თუ კაბინა რამდენიმესანტიმეტრით ზემოთ ან ქვემოთაა, ეს საფეხურს ქმნის, რაც განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის.

კარი თანაბარი სიჩქარით უნდა იხურებოდეს. ახალ ლიფტებში მას აქვს სენსორები, რომლებიცდაბრკოლების აღმოჩენისას მის დახურვას ხელს უშლის.

ასევე უნდა არსებობდეს სამაშველო ღილაკი ან სატელეფონო კავშირი, რომელიც ავარიის შემთხვევაშიშესაბამის სამსახურთან დაკავშირების საშუალებას იძლევა.

მოწყობილობის ხარისხი მხოლოდ ქარხნული მახასიათებლებით არ განისაზღვრება –  მნიშვნელოვანია,როგორ უვლიან მას მონტაჟის შემდეგ.

რეგულარული ტექნიკური მომსახურება მოწყობილობის საიმედოობასა და ვადას ნაწილობრივ განსაზღვრავს. რედუქტორიან ძრავებს უფრო ხშირი შემოწმება სჭირდება, მაგალითად, ზეთის შეცვლა ან მუხრუჭისრეგულირება.

რედუქტორის გარეშე მომუშავე ძრავები ნაკლებ მოვლას საჭიროებს, მაგრამ პერიოდული ინსპექტირება აქაცაუცილებელია.

შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაარკვიოს, თუ რა პერიოდულობით ტარდება ტექნიკური შემოწმება? ვინახორციელებს სერვისს? სათადარიგო ნაწილები რამდენად ხელმისაწვდომია?

ძრავის ტიპი, 2. მართვის სისტემა, 3. კაბინის მასალები, 4. უსაფრთხოების ელემენტები და 5. სერვისისხარისხი – ეს ხუთი კრიტერიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ახალ შენობაში სისტემისდამონტაჟებასა ან არსებულის შეცვლაზე სანდო ლიფტების კომპანია CLC Elevator-ის გუნდს უნდა მიმართოთ.

კვალიფიციური თანამშრომლები კონკრეტული პროექტის საჭიროებების შესაბამისად, მომხმარებელსკითხვის ნიშნების გარეშე შეარჩევინებენ ლიფტს.

შემთხვევითი სიახლე

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში …