სემეკის 2022 წლის ანგარიშის ძირითადი მიგნებები

დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში განხილულია სემეკის რეგულირების ქვეშ არსებული სექტორების საქმიანობის ტენდეციები. ამასთან, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე როგორებიცაა: მომხმარებელთა გაუმჯობესებული სერვისები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სემეკის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ტენდეცები, ასევე კომისიის მენეჯმენტის გაუმჯობესებული სისტემა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის განვითარების ძირითადი მიმართულებები. საქმიანობის ძირითადი მიგნებები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015

კომისიის  ერთ-ერთ  მთავარ   სტრატეგიულ  ამოცანას   წარმოადგენს   კომისიის საქმიანობის  საერთაშორისო  სტანდარტების  მიხედვით  განხორციელების  უზრუნველყოფა. ამ მიზნით, პირველად  კომისიის  ისტორიაში,  წარმატებით  შემუშავდა  და  დაინერგა  საერთაშორისო სტანდარტი  ISO  9001:2015  –  ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ სხვა  ევროპული მარეგულირებლების მსგავსად, კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს.  აღნიშნული  დადასტურდა  როგორც  ეროვნული  აუდიტორების, ასევე   საერთაშორისო სასერტიფიკაციო  ორგანოს  (TUV  AUSTRIA)  აუდიტორულ  დასკვნებში.

ელექტროენერგეტიკის სექტორში 2022 წელს:

–   ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) 2021 წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020  წელთან შედარებით 27,8%-ით გაიზარდა;

– ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 2021  წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა;

– პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2021  წელთან შედარებით 4.8%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა;

– აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია 2021  წელთან შედარებით 2.5 %-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა;

  • თბოელექტროსადგურებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 2021 წლის რაოდენობას 42%-ით გადააჭარბა;
  • ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წელთან შედარებით 23.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა;
  • ელექტროენერგიის ექსპორტი 2021  წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 6.3-ჯერ მეტი დაფიქსირდა;

– განხორციელდა 3,160 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2021 წლის რაოდენობას 2.7-ჯერ, ხოლო  2020 წლის რაოდენობას 31-ჯერ აღმატება;

ელექტროენერგიის ფაქტობრივმა დანაკარგებმა ენერგოსისტემაში შეადგინა 6.08 %.

მათ შორის:

  • გადამცემ ქსელში –97%;
  • განაწილების ქსელში –11 %:

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის დადგენილი ნორმატიული დანაკარგების სიდიდეებია:

– სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქსელში – 1.92 %;

– სს „თელასის“ ქსელში – 5.57%;

– სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 9.8%.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ფაქტობივმა დანაკარგმა შეადგინა 9.99%, ხოლო სს „თელასის“ ქსელში – 6.07%;

ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4,507.7 მგვტ (ჰიდრო – 3,343.78 მგვტ, თბო – 1,143.2, მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ);

  • 2022 წელს ექსპლოატაციაში შევიდა 7 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.92 მგვტ;

2012-2022 წლებში:

  • ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა;
  • ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ4%-ით იზრდებოდა;

დამტკიცდა:

  • 15 მგვტ-მდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი:

– მიღებული წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნასა და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესაძლებლობას;

– წესი უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.

დამტკიცდა  ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები;

– წესები უზრუნველყოფს ორმხრივი ხელშეკრულებების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მოწესრიგებას;

დამტკიცდა

  • ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრში ანგარიშის გახსნის განაცხადის ფორმა:

– წარმოშობის სერტიფიკატები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ელექტროენერგიის საბოლოო მთლიან მოხმარებაში დააფიქსირონ განახლებადი ენერგიის წილი.

ბუნებრივი გაზის სექტორში:

  • საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა ათმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 95%-ს შეადგენდა;
  • ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% დაკმაყოფილდა იმპორტით;
  • საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა;
  • ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 20%-ით და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა;
  • საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ – 1,663 მლნ კუბ.მ, მათ შორის თბოსადგურების მოხმარებამ – 754 მლნ კუბ.მ;
  • საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყანაში

განახორციელა ორმა მიმწოდებელმა.

წყალმომარაგების სექტორში:

  • ქ. რუსთავში არსებული მომხმარებლების არასათანადო მომსახურებისა და კომისიის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის შპს „რუსთავის წყალი“ დაჯარიმდა 50,000 ლარის ოდენობით;

 

  • ქ. რუსთავში წყალმომარაგების ქსელში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალმა“ მოახდინა საინვესტიციო გეგმების კორექტირება, რის შედეგადაც კომისიამ ცვლილება შეიტანა „შპს „რუსთავის წყლის“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების შეთანხმების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის
    №77/1 გადაწყვეტილებაში;

 

  • კომისიამ შეისწავლა შპს „ბათუმის წყლის“ მიერ განხილული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განაცხადები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში მიერთების განაცხადებზე ადგენდა დაუსაბუთებელ ან/და უსაფუძვლო ხარვეზებს, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას. შესაბამისად, კომისიამ კომპანიას დააკისრა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით;

 

  • კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ქობულეთის წყალი“ დაჯარიმდა 75,000 ლარის ოდენობით;

 

  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო შპს „საჩხერის წყალკანალს“, შპს „ქობულეთის წყალსა“ და შპს „მარნეულის სოფწყალს“ კომისიამ სანქციის სახით დააკისრა წერილობითი გაფრთხილება;

 

  • განხორციელდა შპს „საჩხერის წყალკანალის“ სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ცვლილება შევიდა „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს
    №17 დადგენილებაში და შპს „საჩხერის წყალკანალს“ დაუმტკიცდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების განაკვეთები 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე მოქმედების პერიოდზე;

 

  • შპს „საჩხერის წყალკანალს“ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტისგან მფლობელობაში გადაეცა თერთმეტ სოფელში არსებული წყალმომარაგების სისტემები. შესაბამისად, კომპანიის მომართვის საფუძველზე ცვლილება შევიდა კომპანიის სალიცენზიო არეალში და დაემატა ის სოფლები, რომელთა წყალმომარაგების სისტემებიც დამაკმაყოფილებელია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და საიმედო სასმელი წყლის მიწოდებისათვის.

გამარტივებული მომსახურებები

იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს 2022 წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი მომსახურება დაემატა. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, ობიექტის მესაკუთრის შეცვლის, ამ ობიექტის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ:

  • იუსტიციის სახლის მეშვეობით კომუნალურ საწარმოებს მიმართონ დარიცხვის გადამოწმების მოთხოვნით;
  • იუსტიციის სახლის მეშვეობით კომუნალურ საწარმოში დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია;
  • კომუნალური მომსახურებით ისარგერბლონ იუსტიციის სახლის 28 ფილიალის გარდა დამატებით 89 ფილიალსა და 7 მობილურ იუსტიციის სახლში, ჯამში 124 ფილიალში.

   303# მომსახურება

  • 2022 წლიდან მობილურ ტელეფონზე *303#  აკრეფით მომხმარებლებს შეუძლიათ  მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება;
  • *303# მომსახურებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია შპს „დიდი დიღომის“ (დიდი დიღომის გაზის) მომხმარებლებისთვისაც.

*303#-ის მეშვეობით 2022 წელს მომხმარებლების მიერ განხორციელდა  – 1,377,658 ტრანზაქცია.

სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235  ლარი.

2022 წელს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 4121 განცხადება/საჩივარი შევიდა. კომისიის მიერ მოქალაქეებს ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული ან ხანდაზმული თანხები – ჯამში  1 268 610. 37 ლარის ოდენობით.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …