სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ პარუნაშვილმა კორეის რესპუბლიკაში სასწავლო ტურში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით „ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების მოსამზადებელი პროგრამის” ფარგლებში ჩატარდა.
სასწავლო ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კორეის ენერგეტიკულ სააგენტოში, დამგროვებელი ინდუსტრიების ასოციაციაში, კორეის ენერგეტიკის კვლევით ინსტიტუტში, ენერგეტიკული ბირჟასა და ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის მსხვილ მწარმოებლებთან.
ასევე, სასწავლო ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ მზის ელექტროსადგურთან ინტეგრირებული ბატარეებისა და მწვანე წყალბადის გასამართი სადგურის სისტემების ფუნქციონირების მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის განვითარება მნიშნელოვანია ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისა და საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების ფარგლებში აღებული ვადლებულებების შესრულებისათვის.