საქართველო-უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლის პირობები გაუმჯობესდა

თბილისი (BPI) – საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

რკინიგზის ცნობით, ახალი ტარიფები 2 დღეზე განისაზღვრება 20 კონტეინერზე 697 დოლარით, 40 კონტეინერზე კი 888 დოლარით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლა 18 ოქტომბრიდან დაიწყო. ფოთის პორტიდან და პირიქით მიმოსვლა ყოველკვირეულად ხორციელდება. ამ მარშრუტის შესაბამისად, ესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით.

ახალი ტარიფებიც შესაბამისად ძალაში 2019 წლის ოქტომბრიდან შევიდა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

Georgia to extend state of emergency till May 22

TBILISI(BPI)- The State of Emergency will be extended till May 22 in Georgia – Irakli …