მეორე კვარტალში ბიზნესში დასამქებულთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბიზნესმა 2019 წლის II კვარტალში საშუალოდ 687.9 ათასი ადამიანი დაასაქმა 4,8%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

36.5% მსხვილ ბიზნესშია დასაქმებული, 21.4% – საშუალოზე, დარჩენილი 42.1% – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობა 646 ათასი კაცია (+4%).

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2,458 მლრდ ლარით განისაზღვრა (+13.8%).

2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი, • მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი)

შემთხვევითი სიახლე

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

თბილისი (BPI) – მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის …