“იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს” – ლუდი “ქარვის” გზავნილი ახალგაზრდებს

თბილისი (BPI) – ლუდი „ქარვის“ კამპანია რეალური ადამიანების ისტორიებზე და მათ მიერ გაზიარებულ ემოციებზე დაფუძნებით შეიქმნა. სარეკლამო რგოლში რთულია გაარკვიო რა დროა, რადგან დროზე მნიშვენლოვანი არის ის ემოციები და ის გრძნობები, რომელიც ნებისმიერი თაობისთვის და დროისთვის მუდმივია და ყველა თაობის ახალგაზრდებისთვის აქტუალურია.

მოგზაურობა, მზე, ზღვა, მეგობრობა, პეპლები მუცელში, ეჭვები, ჩუმი ჩანაფიქრები.. ეს ის მომენტებია, რომელთაც მძაფრი ემოციები თან ახლავს და რომლებიც, როგორც წესი, ახალგაზრდობის წლებში კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება და კარგ მოგონებებად რჩება.

განქარვების ფილოსოფიაც ესაა, შეხედო ცხოვრებას ისეთად, როგორიც ის არის, მისი გამოწვევების გათვალისწინებით, მაგრამ ამ გამოწვევებმა არ უნდა შეგვიშალონ ხელი, შევიგრძნოთ ახალგაზრდობის თითოეული შესაძლო ემოციური მომენტი და მივიღოთ ცხოვრებისგან ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას დასამახსოვრებელს გახდის.

კამპანია დაიწყო კითხვით – რა არის ახალგაზრდობა სამ სიტყვაში და რა ემოცია ენატრებათ ადამიანებს, ვისაც შეუძლია თამამად თქვას, რომ ახალგაზრდობის წლები სავსედ და საინტერესოდ იცხოვრეს. ეს ერთგვარი შეხსენებაა ახალი თაობისთვის, ვისაც დიდი გამოწვევა შეხვდა ყველაზე საინტერესო დროს, რომ ახლა სწორად ის დროა, რომელიც აღარ განმეორდება.

„ქარვა – არის ბრენდი, რომელიც გეხმარება განიქარვო და ცხოვრება აღიქვა ისეთად, როგორიც ის რეალურად არის, რადგან ყოველი გამოწვევისა თუ დარდის გათვალისწინებით, ყოველ ჩვენგანს აქვს ძალა და უნარი, ყოველდღიურობაში იპოვოს ან შექმნას მომენტები, რომლებიც ემოციებით სავსე იქნება და რომლებიც წარმოქმნის ჩვენს ცხოვრებას.

ეს კამპანია არის გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის და შეხსენება, რომ ცხოვრება მშვენიერია და ახლა ის დროა, გადაწყვიტონ თუ როგორ მიუდგებიან თითოეულ მომენტს, რადგან ცხოვრება იზომება ემოციებით და იცხოვრონ ისე, სულ რომ ახსოვდეთ,“ – ამბობს „ქარვის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია …