“თავისუფალი” მედია

არსამთავრობო ორგანიზაცია “რიდომ ჰაუსის” 2019 წლის მონაცემებით საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში დარჩა .ხოლო სარეიტინგო ქულა წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესდა და 63 ქულა მიენიჭა.

მმართველი პარტია დღეს მედიის თავისუფლებას საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევს შესაბამისად “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშსს უარყოფითად გამოეხმაურნენ და მედიასთან საუბრისას აღნიშნეს ,რომ მიხუედავად მონაცემების ერთი ქულით გაუარესებისა საქართველო ამ მხრივ რეგიონში მოწინავე ქვეყნად დარჩა და აჯობა ისეთ ქვეყნებს ,როგორიცაა რუსეთი ( 20 ქულა),აზერბაიჯანი (11 ქულა) ,სომხეთი (51 ქულა).

ფოტოს ავტორი on.ge

“ფრიდომ ჰაუსი” ბოლო რამდენი წელია უარყოფთად აფასებს საქართველოს მედია თავისულების ხარისხს ,რასაც საფუძვლად უდევს ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეები ,როგორიცაა “რუსთავი 2-ის ” საქმე . მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა ქიბარ ხალვაშმა ,რომელიც 2006 წლამდე ტელეკომპანია რუსთავი 2 ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო 2015 წელს სასამართლოში შეიტანა სარჩელი ,ის ითხოვდა სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ,რომლის მიხედვითაც მისი ტელეკომპანია შპს საქცემენტის და შპს გეო-ტრანსის საკუთრება 2006 წლიდან გახდა.  მოსარჩელე აცხადებდა ,რომ გარიგება „ამორალური“ წესით მოხდა („ამორალური“ გარიგების დროს გასაყიდი საგნის ფასი მის რეალურ ფასზე ბევრად ნაკლებია). ქიბარ ხალვაშმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო და ტელეკომპანია მის საკუთრებად აღიარეს,თუმცა 7 მარტს ტელეკომპანიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა ,რომელმაც საქმის განხილვა უვადოდ შეაჩერა შესაბამისად ტელეკომპანიამ მაუწყებლობა ჩვეულებრივ განაგრძო .

2017 წელს “ფრიდომ ჰაუსმა” გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა ,რომ 2012 წლამდე  ტელეკომპანია „იმედი“  კრიტიკული იყო იმდროინდელი ხელისუფლების „ ნაციონაური მოძრაობის“ მიმართ თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ლოიალური გახდა მოქმედი მთავრობისადმი. 2018 წლის ანგარიშში ორგანიზაციამ პრესის თავისუფლების გაუარესება კიდევ ერთხელ აღნიშნა ,რასაც მთავრობის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა .იმ დროინდელმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ,რომ  „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება უკიდურესად არაობიექტურია და ეყრდნობოდა  აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას” ასევე მან აღნიშნა ,რომ საერთაშორისო ორგანიზაციას მეტი დაფიქრება მართებდა ასეთი კვლევების გამოქვეყნებამდე .(გიორგი კვირიკაშვილის განცხადება შეგიძლიად იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=LcVqfNkw4Pg

საქართველოში მედიის თავისუფლება ყოველთვის იყო და დარჩება პრიორიტეტულ საკითხად მთავრობების ცვლილებასთან ერთად იცვლება მის მიმართ დამოკიდებულებაც თუმცა მედიის მნიშვნელობა ყოველთვის უცლველი რჩება .

ავტორი:ეთერ ბაგრატიონ-დავითაშვილი

შემთხვევითი სიახლე

ბიოქიმფარმი StopCoV ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავს

კომპანია ბიოქიმფარმი უერთდება COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. ფაგის პრეპარატების მწარმოებელი კომპანია StopCoV ფონდში კორონავირუსის წინააღმდეგ …