დისტანციური ფინანსური სერვისები თიბისი ფეისგან

თბილისი (BPI) – თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ყოველი ჩვენგანისთვის უამრავი დისტანციური სერვისია ხელმისაწვდომი. სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლია მოვაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები და ჩვენი ცხოვრება ბევრად გავიმარტივოთ. შემეცნებითი, სასწავლო თუ გასართობი აქტივობებისთვის ინტერნეტში მრავალი სახის რესურსს იპოვნით, ფინანსური სერვისებისთვის კი ყველა  საიტს ვერ გამოიყენებთ. როცა საქმე ფულს ეხება, მხოლოდ სანდო, დაცული და უსაფრთხო სისტემა უნდა აირჩიოთ. ბევრი ძებნა კი საჭირო არაა, როცა თიბისი ფეი არსებობს.

თიბისი ფეის სერვისები

თიბისი ფეი მომენტალური ჩარიცხვების სწრაფი და სრულყოფილი სისტემაა, რომელიც მომხმარებელს უამრავ საჭირო და სასარგებლო სერვისს სთავაზობს. დღეისათვის მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სწრაფი გადახდის აპარატების, ასევე 24 საათიანი ვებ-გვერდის და მობილური აპლიკაციის სახით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი პლატფორმა და ერთ სივრცეში გადაიხადოს 1000-ზე მეტი კომპანიის უამრავი სხვადასხვა სერვისი.

ფინანსური ვალდებულებების დასაფარად სულაც არაა საჭირო სახლიდან გასვლა და უახლოესი ბანკის თუ ჩასარიცხი აპარატის ძებნა. თიბისი ფეის ვებ-გვერდის და აპლიკაციის დახმარებით, გადასახადების ონლაინ რეჟიმში გადახდა ბევრად მარტივი და კომფორტულია.

TBC Pay-ის ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელი ნავიგაციით და მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. ვებგვერდი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე ციფრული უსაფრთხოების მოთხოვნებს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს საბანკო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებლობა გაქვთ  უკეთ განკარგოთ და აკონტროლოთ თქვენი ფინანსები, გადახდების ისტორია პირად კაბინეტში ინახება და მომხარებლისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია.

თიბისი ფეის რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ:

  • შექმნან გადასახადების შაბლონი და გაიმარტივონ ყოველი მომდევნო გადახდა
  • ამობეჭდონ ნებისმიერი გადასახადის ქვითარი
  • დაამახსოვრონ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდონ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა
  • გადახდების ისტორიაში ნახონ ყოველი ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლონ დანახარჯები.

რისი გადახდა გსურთ?

TBC Pay-ის სწრაფი გადახდების სისტემაში შესაძლებლობა გაქვთ გადაიხადოთ ყველა სახის გადასახადი და დავალიანება. გადასახადების დაფარვას ნებისმიერი საბანკო ბარათით ან თიბისი ფეის ელექტრონული საფულით შეძლებთ, რომელსაც სისტემა ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს უქმნის.

თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე თითქმის 50  სხვადასხვა კომპანიის კომუნალური სერვისის მოძიება შეგიძლიათ, აი აგარაკზე რომ ინტერნეტი გაქვთ გამოყვანილი, შესაბამისი პროვაიდერის პოვნასაც აქ შეძლებთ, ასე რომ გადახდა ძალიან მარტივია. მომხმარებლისთვის ძიების გასამარტივებლად, კომუნალური სერვის-კომპანიების ოთხი კატეგორიაა შექმნილი – ელ. ენერგია, დასუფთავება, წყალი და ბუნებრივი აირი, ხოლო ცალკე არის კომუნიკაციების კატეგორია,რომელშიც ინტერნეტის, ტელევიზიის და ტელეფონის ქვეკატეგორიებს იპოვით და დავალიანების დასაფარად მხოლოდ თქვენი სააბონენტო ნომრის შეყვანა დაგჭირდებათ. სამომავლოდ კი შეგიძლიათ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების სერვისით ისარგებლოთ და თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღოთ.

თიბისი ფეის საშუალებით ასევე შეძლებთ საპატრულო ჯარიმის გადახდას. ჯარიმის გადახდისას მნიშვნელოვანია სიზუსტე და სისწრაფე. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი გადახდილი თანხა მომენტალურად აისახება. საპატრულო ჯარიმის პოვნა და შემდეგ მისი გადახდა შეგიძლიათ ქვითრის ნომრით, თუმცა თუ ქვითრის ნომერი თან არ გაქვთ, მის გადახდას ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ. პასპორტის) ნომრითა და ავტომობილის სახელმწიფო ნომრითაც შეძლებთ. რაც მთავარია უკვე დაფარული ჯარიმის ქვითარსაც მარტივად მოიძიებთ ისტორიაში, თუკი ეს დაგჭირდათ.

გარდა ამისა, თიბისი ფეის სისტემაში სხვადასხვა ფინანსური სერვისის გადასახაც შესაძლებელია. ამ განყოფილებაში კომპანიების ოთხი კატეგორია დაგხვდებათ – ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და პრობლემური აქტივების სააგენტოები. თუ თქვენ რეგულარულად გიწევთზემოთ ჩამოთვილილი ორგანიზაციების სერვისის საფასურის გადახდა, შეგიძლიათ თიბისი ფეის ავტომატური გადახდების სერვისით ისარგებლოთ

თიბისი ფეი, როგორც ჩასარიცხი აპარატების, ასევე მობილური აპლიკაციის და ვებგვერდის საშუალებით გადასახადების სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადახდას გთავაზობთ. ამისათვის კი ყველა პირობა შექმნილია – მარტივი ინტერფეისი, მოსახერხებელი ნავიგაცია და თანხის მომენტალური ასახვა.

 

შემთხვევითი სიახლე

JSC Liberty Bank announces changes in senior management

Tbilisi (BPI) – JSC Liberty Bank announces the appointment of Mr. Davit Tsiklauri as Chief …