ბიზნესისთვის GEclose2EU კონკურსი გამოცხადდა

თბილისი (BPI) – ბიზნესისთვის GEclose2EU კონკურსი გამოცხადდა. პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გამართა, სადაც კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები და პირობები, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალები წარადგინეს.

ღონისძიებაზე ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაციაც გაიმართა. ვებ-გვერდის  მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია ონლაინ-რეგისტრაციის გავლა, დაინტერესებულ პირებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ პროექტის სიახლეებს.

კონკურსში ჩართვა  შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა ან ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

„გამარჯვებულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ტექნიკური დახმარება, ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო ტურებში და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სწორედ ასეთი სერვისების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და წინსვლისთვის,“ – აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა  მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ახალ პროექტში, რომელსაც შვედეთის მთავრობასთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ვახორციელებთ, გამოკვეთილია ინტელექტუალური სერვისები, რომელთა წახალისებაც იგეგმება. კომპანიები, რომლებიც გახდებიან პროექტის ბენეფიციარები, შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი რესურსები. ეს კი დაეხმარება ქართულ  ორგანიზაციებს თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე.”

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.  პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან  2021 წლის ოქტომბრამდე  განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

3-წლიანი პატიმრობა – სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო

თბილისი (BPI) – ევროპულის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 …