ასეთი რეიტინგები პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს სარეიტინგო ქულების ზრდაზე – ოთარ ანგურიძე

თბილისი (BPI) – “ასეთი რეიტინგები ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოს სარეიტინგო ქულების ზრდაზე, რაც უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას როგორც ინვესტორების კუთხით, ასევე, გზას უხსნის სახელმწიფოს, რომ უფრო მეტი წყაროდან იქნას თანხები მოზიდული”, – ასე გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე Trace International-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

„მინდა, შევეხო Trace International – ის ინდექსს, რომელიც მოიცავს კორუფციის რისკის თავისუფლების ინდექსს. საქართველოს ამ მაჩვენებელში 1 ქულით აქვს გაუმჯობესებული თავისი პოზიცია და მსოფლიოს რეიტინგში, სადაც 194 ქვეყანაა წარმოდგენილი, ჩვენმა ქვეყანამ დაიკავა 28-ე ადგილი, ხოლო ევროპის მასშტაბით – მე-19 ადგილი, რაც საუკეთესო ოცეულში ადგილის შენარჩუნებას გულისხმობს. ბუნებრივია, ასეთი რეიტინგები ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოს სარეიტინგო ქულების ზრდაზე, რაც უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას როგორც ინვესტორების კუთხით, ასევე, გზას უხსნის სახელმწიფოს, რომ უფრო მეტი წყაროდან იქნას თანხები მოზიდული. ეს ისევ და ისევ შეიძლება მოხმარდეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გაუმჯობესებას,“ – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, რეიტინგი ფასდება 4 ძირითადი კომპონენტით, სადაც საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს სამთავრობო ურთიერთობებში კორუფციის რისკის კუთხით.

„მსოფლიოს მასშტაბით საქართველომ დააფიქსირა პირველი პოზიცია ამ რეიტინგში, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – ევროპისა და აზიის მასშტაბითაც, ძალიან სწრაფ ფონზე მოახდინოს ამ ეკონომიკური დისბალანსის, ვარდნის შეჩერება და მოახდინოს იმდაგვარად გადაწყობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მარტივად დააღწიოს ამ პროცესებს თავი და 2022 წლიდან დადებითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მივიღოთ“, – განაცხადა ანგურიძემ.

შემთხვევითი სიახლე

არსებული სირთულეების მიუხედავად, BAG ინდექსი ბიზნესის ოპტიმისტურ განწყობაზე მიუთითებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც …