მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში მესენჯერის სასარგრბლო ფუნქციებს გვახსენებს.

სასწავლო წლის დაწყებამდე, Rakuten Viber საქართველო-ს არხზე თემატური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, აქტიურად იყენებს მესენჯერს სასწავლო პროცესში. გამოკითხულთა 47% აღნიშნავს, რომ ხშირად იყენებს Rakuten Viber-ს საგანმანათლებლო საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო, 21% – პერიოდულად. ამავდროულად, გამოვლინდა მესენჯერში სასკოლო ჩატების მთავარი უპირატესობები. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მომხმარებლები ხაზგასმით აღნიშნავენ შესაძლებლობას მარტივად დაეკონტაქტონ მასწავლებლებს და ნებისმიერ დროს განიხილონ სწავლის პროცესთან დაკავშირებული კითხვები და სწრაფად გადაჭრან კლასისა თუ ჯგუფის საორგანიზაციო საკითხები.

გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი აღნიშნავს, რომ Rakuten Viber-ის ჯგუფური ჩატები, სასწავლო პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დამხმარე ფუნქციაა. ასეთ ჩატებში, ერთდროულად 250-მდე ადამიანის დამატებაც კია შესაძლებელია. ჯგუფური ჩატები დაგეხმარებათ მარტივად გადაჭრათ სხვადასხვა პრობლემები: იქნება მშობელთა ჩატი საკლასო თემების განსახილველად თუ მასწავლებლებთან კომუნიკაცია. ჯგუფურ ჩატებში სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციისთვის კი, მესენჯერის სხვადასხვა ფუნქციები დაგეხმარებათ:

  • ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარები ონლაინ გაკვეთილის ან შეხვედრის ჩასატარებლად. თანაც, დროის შეზღუდვის გარეშე;
  • გამოკითხვები სხვადასხვა სასკოლო საკითხზე აზრის გასაზიარებლად;
  • მნიშვნელოვანი შეტყობინების ჩამაგრების (Pin) ფუნქცია ჯგუფური ჩატის ეკრანის ზედა ნაწილში. შეტყობინება ყოველთვის ხილული იქნება და თითოეულ მონაწილეს ექნება მასზე წვდომა;
  • ჩატში კონკრეტული მომხმარებლის მონიშვნის შესაძლებლობა “@” სიმბოლოს გამოყენებით;
  • საძიებო ფუნქცია ჩატში საკვანძო სიტყვების გამოყენებით;
  • ჩატში ჩაშენებული შეტყობინებების თარჯიმანი;
  • მედია ფაილების გაგზავნა.

კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ სწავლის პროცესის ორგანიზებაში, ეს არის My Notes ჩატი. ეს პირადი ჩატი შეიძლება გამოიყენოთ თქვენი კვლევების შესახებ შენიშვნების დასამატებლად, შეტყობინებების პირველადი ტექსტის შესაქმნელად, ან სასარგებლო ბმულებისა თუ ფაილების შესანახად, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებთ. გარდა ამისა, აქვე შეგიძლიათ დააყენოთ შეხსენებები სკოლის შეხვედრის, ტესტის ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.  ასევე შექმნათ შესასრულებელი საქმეების სია და მონიშნოთ დასრულებული დავალებები.

იმისათვის, რომ მეტი პოზიტიური განწყობა და ემოცია დაამატოთ სასკოლო კომუნიკაციას, გამოიყენეთ Rakuten Viber-ის დამატებითი ფუნქციები:

  • ჯგუფურ ჩატებში შექმენით ვიქტორინები და გაიგეთ ჩატის წევრების აზრი სასწავლო გეგმაზე. მაგალითად, საინტერესო ფორმატში შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩატის მონაწილეთა ცოდნა სხვადასხვა საკითხზე.
  • გამოიყენეთ სხვადასხვა სტიკერები და GIF-ები ჩატში ემოციების უფრო ნათლად გადმოსაცემად. გაითვალისწინეთ, 2024 წლის სასკოლო სეზონის Rakuten Viber-ის სტიკერების ახალი ნაკრები, უკვე ხელმისაწვდომია სტიკერების მაღაზიაში. ასევე, გამოიყენეთ საძიებო ფუნქცია სტიკერებისა და GIF-ებისთვის, რათა სწრაფად იპოვოთ განწყობის შესაბამისი ანიმაცია.
  • გამოიყენეთ AR-ნიღბები და ლინზები უნიკალური და ფერადი კონტენტის შესაქმნელად, ჩატებში გასაზიარებლად და თქვენს მოწყობილობაში შესანახად.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება …