როგორ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს დროზე და დაიწყოთ ციფრული დეტოქსი 21-ე საუკუნეში

მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ახალ, ჯანსაღ ჩვევებზე ვიფიქროთ. კვლევების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საშუალოდ ადამიანი ინტერნეტში დღეში 6 საათსა და 41 წუთს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება სოციალურ მედიაში გატარებული დროის საშუალო რაოდენობა: რაც უფრო მეტ ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს სოციალური მედია, მით უფრო მეტი დროის გატარება გვსურს ციფრულ სამყაროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოთ ონლაინ რეჟიმში გატარებულ დროს და პერიოდულად ჩაიტაროთ „ციფრული დეტოქსი“.

ეკრანთან გატარებული დროის სტატისტიკა და აპების ლიმიტები

დროზე კონტროლის აღსადგენად, დაიწყეთ თქვენი მოწყობილობების, პირველ რიგში კი, მობილურების გამოყენების ანალიზი. თავად გაჯეტი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ ტელეფონზე გატარებულ დროს: როგორც iOS, ასევე Android სისტემებს შეუძლიათ გიჩვენონ ეკრანის დროის სტატისტიკა. თითოეული გაჯეტის პარამეტრებში ხელმისაწვდომია დეტალური ანგარიში, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენ დროს ხარჯავს მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტელეფონში. ასევე, ამ დროის რა ნაწილს დახარჯა ცალკეული აპლიკაციების გამოყენებაზე. iOS მოწყობილობებზე ამ განყოფილებას Screen Time, ანუ „ეკრანის დრო“ ეწოდება, ხოლო Android სისტემის მოწყობილობებზე სახელები შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, Xiaomi-ის სმარტფონებში მას Digital Wellbeing – ციფრული კეთილდღეობა ეწოდება, ხოლო Samsung-ის შემთხვევაში, Device Usage  – მოწყობილობის გამოყენება.

ამ განყოფილებაშივე ნახავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ და შეზღუდოთ თქვენი „ეკრანის დრო“. მიზნიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ რეჟიმი, მაგალითად, დააყენოთ „დასვენების დრო”. ეს არის პერიოდი, როდესაც მხოლოდ დაშვებული აპლიკაციებია ხელმისაწვდომი მოწყობილობაზე. ასევე, შესაძლებელია განსაზღვროთ აპლიკაციის ლიმიტები – გააქტიუროთ დროის ავტომატური შეზღუდვა კონკრეტული აპლიკაციების გამოსაყენებლად.

ამ მარტივი ქმედებებით, დიდ ნაბიჯს გადადგამთ გაჯეტსა თუ ცალკეულ აპებში გატარებული დროის მართვისკენ. ეკრანის დროის კიდევ უფრო მეტი კონტროლისთვის, არსებობს მრავალი მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაციებია: Menthal კონკრეტულად Android-ისთვის, ხოლო Forest და AppBlock როგორც Android-ის, ასევე iOS სისტემებისთვის. სხვათა შორის, ასეთი აპლიკაციები საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ თვალყური ადევნოთ თქვენს გაჯეტში გატარებულ დროს, არამედ შერჩეული დროის ინტერვალებში მთლიანად დაბლოკოთ ეკრანი ან ცალკეული აპლიკაციები.

ამასთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ კონტროლი და შეზღუდოთ ონლაინ გატარებული დრო ინდივიდუალურად აპლიკაციებიში ჩაშენებული ფუნქციების გამოყენებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალურ ქსელსა თუ მესინჯერს არ აქვს ეს ფუნქცია.

ჩუმი რეჟიმიდაუხილავი რეჟიმი

„ჩუმი რეჟიმი“ დაგეხმარებათ, ნაკლებად ხშირად ისარგებლოთ ტელეფონით, რათა მასში აღარ „გაიჭედოთ“. თქვენ აღარ შეგაწუხებთ ზარები, შეტყობინებები და მუდმივი შეხსენებები, რადგან მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ მოვა თქვენამდე. სმარტფონის ასეთი ფუნქციონირების პარამეტრები შეგიძლიათ იხილოთ „ფოკუსში“ – iOS მოწყობილობებზე და „ხმა და ვიბრაცია“ Android სისტემაში.

თუ კონკრეტული აპლიკაცია ან ჩატი მეტისმეტად ბევრი ინფორმაციის გამტარია, შეგიძლიათ გარკვეული დროით გამორთოთ მათი შეტყობინებები (როგორც წესი, ამის გაკეთება შესაძლებელია თავად აპში ან თუნდაც ჩატში). პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაცია Rakuten Viber გაძლევთ საშუალებას გამორთოთ შეტყობინებების გარკვეული კატეგორიები: ტექსტური მესიჯის, ჯგუფური ჩატების, community-ისა ან სერვისის შეტყობინებები. ჩუმი რეჟიმის დაყენება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ჩატებში, ასევე არხებსა და კომუნებში: უბრალოდ გახსენით ჩატი ან არხი, საიდანაც არ გსურთ შეტყობინებების მიღება, დააჭირეთ მის სახელს და აირჩიეთ Mute, ანუ ჩუმი რეჟიმი. ამ შემთხვევაში, თქვენს მოწყობილობაზე არ შემოვა ახალი მესიჯებისა თუ სიახლეების შესახებ შეტყობინებები, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეძლებთ მათ ნახვას  –  უბრალოდ თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ამასთანავე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩატები და არხები ჩუმ რეჟიმზე შესაძლოა სწრაფად ჩაიკარგოს და რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.

თუ არ გსურთ შემთხვევით გამოტოვოთ მნიშვნელოვანი შეტყობინება, მაგრამ გსურთ დამალოთ თქვენი ყოფნა მესენჯერში, შეგიძლიათ ჩართოთ „უხილავი“ რეჟიმი და განაგრძოთ შეტყობინებების მიღება, შეტყობინებების წაკითხვა და სიახლეების გაცნობა, იქნება ეს ზოგადად აპლიკაცია,  ცალკეული ჩატი თუ არხი, მაგრამ ინკოგნიტო რეჟიმში. Rakuten Viber-ში მესინჯერის პარამეტრების Privacy განყოფილებაში რამდენიმე ვარიანტი დაგეხმარებათ ამაში: Online Status/Read Receipts. როდესაც ონლაინ სტატუსი გამორთულია, მომხმარებლის ყველა კონტაქტისთვის დამალულია Online Status. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი თანამოსაუბრე ვერ დაინახავს თქვენს რეალურ სტატუსს. მეორე ვარიანტი  – Read Receipts  – გამორთული რეჟიმში მალავს Read სტატუსს ყველა თანამოსაუბრესთან. ეს პარამეტრები საშუალებას გაძლევთ არ გასცეთ პასუხი თანამოსაუბრეს მყისიერად და დაუბრუნდეთ მიმოწერას მაშინ, როდესაც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.

აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი ანგარიშის სტატუსი დამალულია, თქვენ ვერ იხილავთ სხვა მომხმარებლების რეალურ სტატუსს და მათი შეტყობინებების სტატუსს. თუმცა, Viber Plus-თან ერთად – Rakuten Viber-ის ფასიანი პრემიუმ გამოწერა დამატებითი ფუნქციებითა და პერსონალიზების შესაძლებლობით – ხელმისაწვდომია გაუმჯობესებული ფუნქციებისა თუ უხილავი რეჟიმების ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, სხვა მომხმარებლების Online და Read სტატუსების დანახვა, საკუთარი  სტატუსის გამჟღავნების გარეშე.

რაც შეეხება უცნობი კონტაქტებიდან ზარების კონტროლს, არსებობს აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ დაადგინონ, თუ ვინ არის შემომავალი ზარის ავტორი: სპამი, უძრავი ქონების სააგენტო, საავადმყოფო თუ თაღლითი. თუ არ გსურთ დამატებითი აპლიკაციის დაყენება და თქვენი მონაცემების გაზიარება, Rakuten Viber-ს აქვს ჩაშენებული ფუნქცია – Caller ID, რომელიც ამ ეტაპზე Android სისტემისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ ვინ გირეკავთ. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ეს ფუნქცია მესინჯერის პარამეტრების Calls and Messages განყოფილებაში. ამ გზით თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ ვინ გირეკავთ და შეგიძლიათ მარტივად გადაწყვიტოთ, უპასუხებთ თუ არა შემომავალ ზარს.

ციფრული დეტოქსის მარტივი წესები

  • გამოყავით დრო „ეკრანის გარეშე“ – ყოველდღიურად, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ან გაღვიძებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.
  • გადადეთ ტელეფონი საუზმის, ლანჩის ან ვახშმის დროს. ვარჯიშის დროს კი, უბრალოდ დატოვეთ ტელეფონი საკეტში, ყველა სხვა ნივთთან ერთად.
  • ხანდახან, ტელეფონის გარეშე გადით სასეირნოდ ან მაღაზიაში, პროდუქტების საყიდლად.
  • სოციალურ მედიაში გააუქმეთ ყველა არასაჭირო ანგარიშის გამოწერა და თვალი ადევნეთ მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი არხებს. თქვენი გამოწერების რეგულარული „რევიზია“, დაგეხმარებათ პროცესის მართვაში.
  • დროდადრო განიტვირთეთ და დაისვენეთ იქ, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არის: ტყეში, მთებში ან თუნდაც მდინარის სანაპიროზე.

დღესდღეისობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ბალანსის დაცვა და ამასთან, მუდმივ კავშირზე ყოფნის შესაძლებლობა, თუმცა საკუთარი კომფორტის გათვალისწინებით. დაიცავით ეს მარტივი წესები და გამოიყენეთ მარტივი და სასარგებლო ფუნქციები, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია თქვენს ტელეფონსა თუ აპლიკაციებში. ასე, ძალიან ადვილად დააორგანიზებთ მოკლევადიან „ციფრულ დეტოქსს“.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …