მნიშვნელოვანი გლობალური განახლებების წყალობით, Rakuten Viber სუპერ აპლიკაციის სტატუსს სცდება

Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი, უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორ მნიშვნელოვან წამოწყებას აანონსებს. ეს იქნება ახალი ეტაპი ბრენდისა და მომხმარებლების ინტერაქციის ევოლუციაში. ახალი შეთავაზებები მოიცავს Business Inbox-სა და საძიებო კომერციულ ანგარიშს, რაც იქნება Viber-ის შემდეგი ნაბიჯი, სუპერ აპლიკაციის გრძელვადიან სტრატეგიაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელთა 71% მოელის, რომ კომპანიები უზრუნველყოფენ პერსონალიზებულ ინტერაქციას, ხოლო ორგანიზაციების 82% გეგმავს გადავიდეს ღირებულების ზრდის სტრატეგიაზე, რათა სერვისების საშუალებით, გააუმჯობესოს მომხმარებელთა ღირებულებები.. როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესების ინტერესების გათვალისწინებით, Viber-ის განახლებები უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებასა და ბრენდის ჩართულობაზეა ორიენტირებული.

ბრენდ-მომხმარებლის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, Viber წარმოგიდგენთ Business Inbox-ს – ესაა ინტერაქციისთვის გამოყოფილი სივრცე, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის რეგულარული ჩატების განყოფილებიდანაა ხელმისაწვდომი.  ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, რომ ერთ საქაღალდეში შეინახოთ და დაალაგოთ ყველა საქმიანი შეტყობინება, რომელიც ბრენდის ოფიციალური გვერდებისგან მიიღეთ. (მაგალითად, ბანკის შეტყობინება, შეკვეთის დადასტურება მიტანის სერვისიდან, სპეციალური შეთავაზება მაღაზიიდან და ..).

 

Business Inbox გააქტიურდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიიღებს პირველ ბიზნეს შეტყობინებას. მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, “ბიზნეს ჩატ” საქაღალდე გამოჩნდება ფუნქციის გამოშვებისთანავე. მას შემდეგ, რაც შეიქმნება Business Inbox საქაღალდე ჩატების განყოფილებაში, ყველა ბიზნეს შეტყობინება თავისთავად გადაინაცვლებს საქაღალდეში. Business Inbox მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ Viber-ში მიღებული გამოცდილება და ბრენდებთან ინტერაქცია მათთვის ყველაზე მოსახერხებელი გზით შეცვალონ:

 

  • გამოაჩინოთ კონკრეტულ ბრენდთან ინტერაქცია Business Inbox-ის ზედა ნაწილში;
  • გადაიტანოთ ნებისმიერი ბრენდი Business Inbox-დან ჩატების მთავარ ეკრანზე;
  • გამოაჩინოთ ნებისმიერი საქმიანი საუბარი ჩვეულებრივი შეტყობინებების გვერდის ზედა ნაწილში.

ამავდროულად, გაადვილდება ბიზნესის უახლესი განახლებების პოვნაც: საქაღალდე თავისთავად ჩამაგრდება ჩატების გვერდის ზედა ნაწილში, შესაბამისად, საქმიანი შეტყობინებები და პირადი შეტყობინებები, ერთმანეთში არ აირევა ერთმანეთში. Business Inbox გაამარტივებს ეფექტურ კომუნიკაციას ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის, ეს კი განაპირობებს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბრენდის ჩართულობისა და პირველადი მომხმარებლის მოზიდვის მაჩვენებლის გაზრდას.

ომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული Business Inbox Viber-ზე

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადაიდგა, არის ახალი კომერციული ანგარიში, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ აღმოაჩინონ ბრენდთან ურთიერთობის ყველა გზა ერთ სივრცეში. აქ იპოვით ყველა ბიზნეს ინფორმაციას, სერვისს და შეტყობინებას Viber-ზე ერთი საძიებო ბიზნეს ობიექტის ქვეშ:

  • მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ ეს გვერდები (ბიზნესები). ამისთვის საჭიროა, რომ Viber-ის მთავარ საძიებო განყოფილებაში, ბიზნესის სახელის აკრიფოთ.
  • ძიების შედეგები დაჯგუფდება ახალი “ბიზნესების” განყოფილებაში.
  • მომხმარებლები, რომლებიც ეწვევიან კომერციულ გვერდს, დაინახავენ ბრენდის სახელს, ლოგოს, ვერიფიკაციის ემბლემას, აღწერას, საკონტაქტო ინფორმაციას და იმ საკომუნიკაციო არხებს, რომლებიც Viber-ზე ხელმისაწვდომი. ასევე, შესაძლებელია გვერდის სხვებისთვის გაზიარება/გადაგზავნა, რაც გაზრდის ბრენდის ხილვადობას.
  • ბრენდებს შეეძლებათ დაამატონ სამამდე მისამართი, ვებგვერდი, ტელეფონის ნომერი და აღწერა 1000-მდე სიმბოლოს გამოყენებით, რათა დარწმუნდნენ, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

ახალი საძიებო კომერციული გვერდები მომხმარებლებს მეტ ძალაუფლებას მისცემს: ისინი შეძლებენ ბრენდების მოძიებას ზუსტად ისევე, როგორც ბრენდებს შეუძლიათ მოიძიონ მომხმარებლები. ასევე შეეძლებათ, ბრენდებთან აქტიური კომუნიკაცია წამოიწყონ. კომერციული გვერდები, ასევე, გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას: მომხმარებლებს, რომელთაც სურთ Viber-ზე ბიზნესთან დაკავშირება, შეძლებენ აირჩიონ მათთვის სასურველი არხი და მიიღონ მინი-ვებგვერდის გამოცდილება აპლიკაციის ფარგლებში. ამავდროულად, ბრენდებს გაუმარტივდებათ კომუნიკაცია მომხმარებლებთან და შექმნიან სრულყოფილ მომხმარებელთა გამოცდილებას.

აძიებო კომერციული გვერდი Viber-ზე: მომხმარებლის მოგზაურობა

პროექტის გაშვების შემდეგ, Viber გააგრძელებს კომერციული გვერდების შესაძლებლობების გაფართოებას – დაამატებს საკომუნიკაციო არხებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის და მრავალფეროვან ფუნქციებს, მათ შორისაა მდებარეობის ნახვა, ბიზნესთან დარეკვა და სხვა. მომდევნო წლის განმავლობაში, აპლიკაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მართვის მეტ შესაძლებლობას წარადგენს, რაც მათ საშუალებას მისცემს, Viber-ზე საკუთარი კომერციული გვერდები შექმნან.

Business Inbox-სა და კომერციული არხების დამატებით, Viber მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაზარდოს მომხმარებლის უსაფრთხოება და ნდობა – ვერიფიცირებული ბრენდების ყველა საქმიანი შეტყობინება, ავტომატუად გადაინაცვლებს Business Inbox-ში. ეს კი, მიუწვდომელი იქნება იმ კერძო ანგარიშებისთვის, რომლებიც თავს რაიმე სახის ბიზნესად ასაღებენ. მნიშნელოვანი სიახლეა „ლურჯი ტიკი“, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ვერიფიცირებული ბრენდების იდენტიფიცირებაში. კომერციული არხების საშუალებით,  ყველა ბიზნეს ინფორმაცია ერთ ადგილას მოიყრის თავს.

„ეს აღსანიშნავი სიახლე არის Viber-ის, როგორც სუპერ-აპლიკაციის შემდეგი ნაბიჯი. მოსახერხებელი სივრცე ბრენდის ყველა მომხმარებლის კომუნიკაციისა თუ ინტერაქციისთვისაა შექმნილი. ეს არის საფუძველი, რომელზეც სუპერაპლიკაციის სხვა ფუნქციები დაემატება, რომელსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის გავზარდოთ აპლიკაციის ღირებულება და გავაფართოვოთ ის გზები, რომლითაც ბრენდებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ აუდიტორიას“, – ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელი დირექტორი. „მეტი ფუნქციები, მეტი სერვისები და კომუნიკაციის მეტი არხი უდრის, ნაკლები ძალისხმევით შექმნილ მეტ ღირებულებას – როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბრენდებისთვისაც“.

 

Rakuten Viberის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისდა ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …