5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1 398 803-ჯერ ესტუმრა

5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1,398,803-ჯერ ესტუმრა, – აღნიშნულის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია.

“უვიზო მიმოსვლა ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციიდან უკვე 5 სრული წელი შეუსრულდა.
🔹 უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიშნავს მოგზაურობის, მობილობის, განათლების მიღების, ბიზნეს და პროფესიული კავშირების გამყარების, ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მეტ შესაძლებლობას, რასაც თვალსაჩინო შედეგები აქვს.
🔹 დღემდე, უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ევროპაში. არსებული მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1,398,803-ჯერ ესტუმრა”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …