ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ UNWTO-ს ევროპის კომისიის 67-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 67-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სომხეთში, ერევანში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.

კომისიის სხდომას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროების და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდენ.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადისკუსიო პანელები, სადაც ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის ინიცირებული რიგი პროექტები განიხილეს. მხარეებმა ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის დინამიკის, არსებული გამოწვევებისა და მდგრადი ტურიმის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინიციატივებზე იმსჯელეს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …