საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სიღნაღის რაიონ სოფ. ქვემო ბოდბეში მდებარე „თეთრი ფერმა“ აქტიურად აგრძელებს წარმოების განვითარებას.
„თეთრი ფერმა“ 2016 წელს, ჰოლანდიური სოფლის მეურნეობის წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიციით, ფერმამ ჰოლანდიური ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი შეიძინა და 80 ჰა. ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პივოტური სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. დღეს ფერმა ყოველდღიურად 10 ტონა რძის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ მაღაზიათა ქსელში ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ლარს უტოლდება. თანადაფინანსება ჰოლანდიიდან ხორციელდება.
„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ფერმა“ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰოლანდიურ გამოცდილებას. ჰოლანდიური კომპანიის ჩართულობით და მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევების საფუძველზე, ჩვენ დავაგეგმარეთ პროექტი, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნიკა-დანადგარებსა და მეთოდოლოგიას. ეს კი, რძის ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე აისახება. თავდაპირველად, საქმიანობა 200 ჰოლშტეინით დავიწყეთ. დროსთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერით ეს რიცხვი გავაორმაგეთ და წარმოებაც გავზარდეთ. სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“, – აცხადებს დიმიტრი ბანკანაშვილი, კომპანიის დირექტორი.
„საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის, რათა მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმის განვითარებაში. „თეთრი ფერმა“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“ – აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …