იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა TAV Urban Georgia საქართველოს ისტორიაში გადახდისუუნარობის ყველაზე კომპლექსურ საქმეში

იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დიმ“ წარმოადგინა TAV Urban Georgia, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი, საქართველოს ისტორიაში გადახდისუუნარობის ყველაზე კომპლექსურ საქმეში.

 

TAV Urban Georgia Georgian Airways-ის უმსხვილესი კრედიტორია, რომელმაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყო, ახლად მიღებული კრედიტორთა რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის საფუძველზე.

 

როგორც იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, კრედიტორები დათანხმდნენ რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. აღნიშნული საქმე და მიღებული შეთანხმება კარგი ტესტია 2021 წელს ძალაში შესული კანონისათვის.

 

„საქმეში ჩართული მხარეები იმედოვნებენ, რომ პროცესი დებიტორის რეაბილიტაციითა და კრედიტორების დაკმაყოფილებით დასრულდება. მხარეთა შორისაა საქართველოს მთავარი აეროპორტის ოპერატორი, რომელსაც იურიდიული ფირმა ემ ქეი დი წარმოადგენს.

ამ საქმეზე იურიდიულ გუნდს ხელმძღვანელობდნენ იურიდიული ფირმა ემ ქეი დის უფროსი პარტნიორი არჩილ კბილაშვილი და პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი“, — განმარტავენ „ემ ქეი დი“-ში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, …