2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა

2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2 პროცენტით. ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 38.0 პროცენტიდან 37.4 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6 პროცენტი, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8 პროცენტიდან 26.4 პროცენტამდე გაიზარდა.

2021 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2 პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა. კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა. 2021 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (874 კაცი). 2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.0 პრომილე შეადგინა. 2021 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10.0 პრომილე შეადგინა. 2021 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -13 960 ერთეულით განისაზღვრა. 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.5 წელს. 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …