დავით ნარმანიამ საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, საინიციატივო ჯგუფის „საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის“ წარმომადგენლებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკის თავმჯდომარემ ლექციის ფორმატში ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, კონგრესის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სემეკის შენობაში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.

შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისთვის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სექტორების რეგულირების საკითხების გაცნობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ …