მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 37.8 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -26.3 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -140.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 652.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.5 მლრდ აშშ დოლარია (35.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 424.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 37.8 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …