PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!

გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმარჯვა ანგარიშთ 5-2 და ფუტსალის ლიგის 2021-22 წწ. გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა!
გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ლ.სარდანაშვილი რომელმაც დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს.
“FC PSP – ფეხბურთელთა გუნდი მთლიანად კომპანიის თანამშროლებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წლების მანძლზე ბიზნეს ლიგის ერთ-ერთი უდავო ლიდერი გუნდი და ამ ჩემპიონატის 7 -გზის გამარჯვებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი პოპულარიზაცია PSP-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“ – აცხადებენ PSP-ში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …