დასაქმების თრექერი PMC კვლევითი ცენტრისგან

2022 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 119%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% შეადგენდა.

“2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 32,301 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 69%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 1.4% შეადგინა.
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 9,112 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 109%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 7,069 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 10,778 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 110%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია”,- განმარტავენ PMC კვლევითი ცენტრში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …