აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან გაორმაგდა

2022 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდში ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების განხორციელებიდან მიღებული თანხები შეფასებულია 4,616,7 მილიონი მანეთისს ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდი.

ამასთან, ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან შემოსავალმა მიაღწია 3 845,6 მლნ მანათს და ეს მაჩვენებელი 2,3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ამასთან, საბიუჯეტო გარე შემოსავალმა გაცვლითი კურსის მერყეობიდან შეადგინა 214,3 მლნ მანათი.

ფონდში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიო მაკროეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ფინანსურ ბაზრებზე რყევები გამოიწვია. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ზრდის შენელების საფრთხეებს შორისაა მაღალი გლობალური ინფლაცია, ასევე სხვა ფაქტორები.

ბაზრებზე გაურკვევლობამ გამოიწვია როგორც მსოფლიო ბაზრების ობლიგაციების შემცირება, ასევე საფონდო ინდექსების კლება, რაც აისახა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდის საინვესტიციო პორტფელზე. თუმცა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ გამოიწვია ნავთობისა და გაზის შემოსავლების ზრდა, რამაც გამოიწვია აქტივების მატება.

შედეგად, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდის აქტივები 2022 წლის დასაწყისთან შედარებით გაიზარდა 0,53%-ით და შეადგინა 45 264 მლნ აშშ დოლარი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …