როგორ დავზოგოთ META-ში რეკლამაზე 300$-მდე – გაიგე მეტი Mastercard-ის ბიზნეს ბარათების ბენეფიტების შესახებ

დღევანდელი ბიზნეს სამყაროს დინამიკურ ლანდშაფტში, თითოეული უპირატესობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მეწარმეები მუდმივად ახალი, სტრატეგიული შესაძლებლობების ძიებაში არიან, რომლებსაც მათი ბიზნესის განვითარება და ამავდროულად, რესურსების დაზოგვა შეუძლიათ. Mastercard ბიზნეს ბარათების მფლობელებს საკმაოდ ბევრ საინტერესო და სასარგებლო ბენეფიტს გთავაზობთ, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში.

1. Google Workspace-ის ყოველთვიური გამოწერა 4,99 USD-დან Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

წარმოიდგინეთ – უხარვეზო კომუნიკაცია, ორგანიზებული პროექტები და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო, რომელსაც დაზოგავთ ამ ბენეფიტით სარგებლობისას. Google Workspace დაგეხმარებათ შეხვედრების დაგეგმვაში, მოქნილ email მარკეტინგში, რაც კიდევ უფრო მეტად მოქნილს გახდის თქვენს განრიგს, მომხმარებლებთან ურთიერთობას და მიმიდნარე პროექტების განვითარებას.

2. 20%-იანი ფასდაკლება SMARTREACH.IO-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

SMARTREACH.IO გთავაზობთ ელ.ფოსტის ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს დაგეგმონ და გაგზავნონ პერსონალიზებული წერილები ავტომატურად და გაზარდონ მათი პასუხების სიჩქარე.

Mastercard-ის ბიზნეს ბარათის გამოყენებით, თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ თანხას, არამედ გააუმჯობესებთ თქვენი ბიზნესის ხილვადობას და გაზრდით მომხმარებელთა ჩართულობას.

3. 300 აშშ დოლარამდე ფასდაკლება META-ს მართვაზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

ციფრული მარკეტინგი ბიზნესის ზრდის ქვაკუთხედია. MeDigit არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო სრული სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ბიზნესისთვის. სერვისები მოიცავს Meta-ში სარეკლამო კამპანიის განსაზღვრას, მართვას, ოპტიმიზაციასა და რეპორტინგს.

დარეგისტრირდით, შეიძინეთ მინიმუმ 3 თვიანი სარეკლამო პაკეტი MeDigit-ით Meta-ზე და მიიღეთ 100 დოლარიანი ყოველთვიური ფასდაკლება თქვენი Business Mastercard-ით გადახდისას.

4. 5%-მდე ფასდაკლება MONDAY.COM-ის სერვისებზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

MONDAY.COM Work OS არის პროგრამული უზრუნველყოფის სიმძლავრის პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ორგანიზაციებმა ადვილად შექმნან სამუშაოს მართვის ინსტრუმენტები და პროგრამული აპლიკაციები, რომლებიც მოერგება მათ ყველა საჭიროებას.

მარტივი სამუშაო პროცესებიდან რთულ პროექტებამდე – პლატფორმა დაგეხმარებათ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.

5. 30% ფასდაკლება DOCUSIGN-ზე Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ხელშეკრულებების შეუფერხებლად გაფორმება გადამწყვეტია. Mastercard ამ საჭიროების გამარტივებითვის, გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას DOCUSIGN-ის სერვისებზე. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ დარწმუნდებით, რომ თქვენი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი არის უსაფრთხო, ეფექტური და შეესაბამება თანამედროვე ბიზნეს სამყაროს მოთხოვნებს.

პროდუქტიულობის გაუმჯობესება, განვითარების ხელშეწყობა, კადრების აყვანის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფინანსების გამარტივება – ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც DOCUSIGN გთავაზობთ.


მეტი შეთავაზებისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.easysavingsspecials.com/ka/?fbclid=IwAR3ufmX5dg_ZVKY-zvPmQka7FrKIlmhJH3P8DvYm3kLbFIEU0pMLw89yshY

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …