ლიბერთიმ – ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა. დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი.
,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან. სამომავლო გეგმები, ბიზნეს მიმართულების კუთხით გააქტიურებას და ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, დისტანციურ არხებში, ისეთი სერვისების გაციფრულების პროცესზე, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს. ასევე ვაგრძელებთ, მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიახლე, კიდევ უფრო გაამარტივებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალ სერვისებსა და საბანკო პროდუქტებს“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრაა შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay-ის გამოყენებით.
ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 35 Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.
(https://www.libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/bankomatebi)