ლარი მცირედით გამყარდა

11 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0261 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.60 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1934 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1977 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1974 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.7387 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …