კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება და გახდება 44980 ჰექტარი. აქედან სახმელეთო ფართობი გაიზრდება – 196,5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება – 15751 ჰა.

„ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია არის ზუთხისებრთა თევზის სახეობისთვის ბინადრობისა და გადაადგილების არეალი, შესაბამისად ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უფრო როდესაც საუბარია საერთაშორისო კონვენციებით დაცულ სახეობაზე, რომელიც გადაშენების პირასაა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …