JPMorgan Chase ეთერიუმის გირაოდ გამოყენებას დაუშვებს

აშშ-ის უმსხვილესი ბანკი, JPMorgan Chase, ინსტიტუციურ კლიენტებს საშუალებას მისცემს, პირდაპირ გამოიყენონ ბიტკოინი და ეთერიუმი სესხების უზრუნველყოფის (გირაოს) მიზნით. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მოსალოდნელია, რომ პროგრამა წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი. კრიპტოვალუტების შენახვა მოხდება მესამე მხარის კასტოდიალურ კომპანიაში.

ეს ახალი სერვისი აფართოებს ბანკის უკვე არსებულ პრაქტიკას: ივნისში JPMorgan-მა კრიპტოვალუტების ETF-ების აქციების კრედიტის უზრუნველყოფად მიღება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ის ხელმძღვანელი, ჯეიმი დაიმონი, კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიკურ პოზიციას ინარჩუნებს და არაერთხელ უწოდა ბიტკოინს „კრიმინალებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი“. თუმცა, მაისში ინვესტორებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ბანკი, მიუხედავად ყველაფრისა, კლიენტებს კრიპტოვალუტებზე წვდომას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …