„ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი გამოხატულებაა“ – ჯემალ ინაიშვილი

„რა თქმა უნდა ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი გამოხატულებაა, ვინაიდან პირველ რიგში ჩვენი უმეტესი ნაწილი ტვირთბრუნვის იქნება ეს ნავსადგურები თუ რკინიგზა, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კუთხით საერთაშორისო გადაზიდვებზე მოდის“ – ამის შესახებ „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა „საქართველოს ბანკის“, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველო მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ნავსადგურების და რკინიგზის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ როლს ასრულებს არა მარტო კავკასიის რესპუბლიკებთან, არამედ ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან.

 

„დღეს არსებული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი , რა თქმა უნდა გვქმნის პრობლემებს, რაც ჩვენზეც აისახა, რა თქმა უდნა ჩვენ გვქონდა რეგულარული მიმოსვლა ჩერნომორსკის და ოდესის ნავსადგურებიდან ბათუმის მიმართულებით , აგრეთვე იყო საბორნე მიმოსვლა, ჩვენი სავაჭრო ბრუნვაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო უკრაინასთან, არსებულმა კონფლიქტმა შეგვიქმნა პრობლემები და შესაბამისად ჩვენ გვიწევს ახალ ვითარებაში მუშაობა, მაგრამ ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებსაც , ვინაიდან ცენტრალური აზიის რესპუბლიკები ძირითადად იყენებდნენ შავი ზღვის ნავსადგურებს და აგრეთვე ბალტიის პირეთის ნავსადგურებს, ასევე იყენბდნენ რუსეთს როგორც დერეფანს თავისი ტვირთების ტრანზიტის დროს.

 

ჩვენ გჭირდება ახალი ნავსადგურები, ახალი ინფრასტრუქტურა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, რკინიგზაში, სავაგონო პარკის განახლება და გაზრდა, ამიტომ თუ ჩვენ შეძლებთ, რომ დროულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, შესაბამისად როდესაც მშვიდობა დამყარდება, შეიძლება ის ნაკადი ვერ შევინარჩუნოთ, მაგრამ შეგვიძლია რაღაც ნაკადი დავიტოვოთ, რომელიც ჩვენი დერეფნის მეშვეობით მუდმივად ივლის, ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საჭიროებს მუშაობას, ინვესტიციებს და ეს გვაძლევს ჩვენ კარგ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ჩვენი დერეფანი და სატრანსპორტო შესაძლებლობები“, – აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

 

წყარო: https://commersant.ge/

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …