I კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა

2023 წლის I კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,633 ერთეული შეადგინა და წინა წლის I კვარტალთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 532 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას recov ავრცელებს.

recov-ის მონაცემებითვე, 2023 წლის I კვარტალში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.

2023 წლის I კვარტალში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა, 3,800 ერთეულამდე.

I კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 14%-ით, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და …